
Edison Research: გამოკითხულთა 64%-ის აზრით, "ოცნება" არ აკეთებს საკმარისს ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად
20/06/2023 10:18:08 საზოგადოება
Edison Research-ის კვლევის შედეგების თანახმად,გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" არ აკეთებს საკმარისს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.