Accentnews.ge
Edison Research: გამოკითხულთა 85% საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

Edison Research: გამოკითხულთა 85% საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

20/06/2023 10:12:51 საზოგადოება

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თქნახმად, მოსახლეობის 85% NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • მხარს ვუჭერ - 85%
  • ვეწინააღმდეგები - 15%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S