Accentnews.ge
სახალხო დამცველი – ბერძენიშვილზე: დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, რომელთაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ

სახალხო დამცველი – ბერძენიშვილზე: დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, რომელთაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ

20/06/2023 10:11:09 საზოგადოება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ.

"ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით. მოვუწოდებ სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე", – აცხადებს იოსელიანი.

დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ. ეს მისი მისამართით აგრესიის გამოხატვის პირველი შემთხვევაა არაა. 15 მაისს ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო შეკრებილი მაშინ, როცა შინ უნდა დაბრუნებულიყო. მომხდარს იგი მმართველი პარტიის კრიტიკის გამო შურისძიებას უკავშირებდა. მანამდე, მას ყვარლის "ევროკლუბის" "ამერიკულ კუთხეში" ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ადგილზე მისული იყო პოლიციაც, თუმცა ლევან ბერძენიშვილმა მაინც ვერ შეძლო მსმენელებთან შეხვედრა. მაშინ იგი კრიტიკის სამიზნე იმისთვის გახდა, რომ მეფე ერეკლე მეორე "გეორგიევსკის ტრაქტატის" გამო გააკრიტიკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S