Accentnews.ge
"16:00 საათზე ხალხის მაქსიმალური რაოდენობა გვჭირდება, რადგან პარლამენტის შენობიდან დავიწყოთ მშვიდობიანი მსვლელობა „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისისკენ"

"16:00 საათზე ხალხის მაქსიმალური რაოდენობა გვჭირდება, რადგან პარლამენტის შენობიდან დავიწყოთ მშვიდობიანი მსვლელობა „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისისკენ"

20/06/2023 10:03:22 საზოგადოება

დღეს 16:00 საათზე, ხალხის მაქსიმალური რაოდენობა გვჭირდება, რადგან პარლამენტის შენობიდან დავიწყოთ ჩვენი მშვიდობიანი მსვლელობა „ჯორჯიან მანგანეზის“ სათავო ოფისისკენ, - ამის შესახებ ერთ-ერთმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 18:00 საათზე პარლამენტთან მასშტაბური აქცია დაიწყება.

"ოფისთან გავაკეთებთ საჭირო განცხადებებს, იქ მომუშავე პერსონალი რომ საქმის კურსში იყვნენ და კომფორტულად არ იყვნენ, იცოდნენ, რომ ჩვენ ჭიათურიდან აქ ჩამოვედით. ამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით პარლამენტთან და 18:00 საათზე დაიწყება ჩვენი მასშტაბური აქცია. კიდევ ერთხელ ავუხსნით ხალხს ჩვენს ტკივილს. არის ხალხის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცდილობს, შემოაღწიოს ჩვენს რიგებში და მიკროფონი ხელში ჩაიგდოს და გააკეთოს ისეთი განცხადებები, რომელიც გადაგვიყვანს პოლიტიკურში. ჩვენ არ გვაინტერესებს არც ერთი მხარე, ჩვენ ჩვენი ტკივილით ჩამოვედით და ჩვენს ტკივილზე ვსაუბრობთ, ამიტომ არ გვცალია პოლიტიკისთვის“, - განაცხადა მაღაროელმა.

ჭიათურელმა მაღაროელებმა წუხანდელი ღამე პარლამენტის წინ კარვებში გაატარეს. 40 მათგანი ჭიათურიდან თბილისში გუშინ ჩამოვიდა. მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო, ღირსეული შრომითი პირობებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S