Accentnews.ge
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს ამზადებს

Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს ამზადებს

20/06/2023 09:33:53 მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს ამზადებს, – იუწყება Bloomberg.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი წინადადება ევროკომისიამ მოამზადა. თანხები უკრაინის მთავრობის მიმდინარე ხარჯების დაფარვას, კერძოდ, საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის პენსიებისა და ხელფასების გადახდას, ასევე რუსეთის შეჭრის შედეგად დაზიანებული ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების აღდგენას უნდა მოხმარდეს.

უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების წინა პაკეტებისგან განსხვავებით, 50 მილიარდი დოლარის პაკეტი დაფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებით და არა ფინანსურ ბაზარზე სესხის აღებით. შეუერთდება თუ არა ევროკავშირის ყველა ქვეყანა ამ სქემას ჯერ–ჯერობით უცნობია.

Bloomberg–ს ინფორმაციით, სახსრების გამოყოფის პირობას წარმოადგენს შემდგომი რეფორმები უკრაინაში, განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მხრივ.

ევროკავშირის ოფიციალური ვებ–გვერდის თანახმად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე ბლოკმა კიევს 67 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S