მასკმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა
20/06/2023 09:28:04 მსოფლიო
Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შეასრულებს ევროკავშირის ახალ რეგულაციებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით,– ამის შესახებ მასკმა France 2–თან განაცხადა.
"Twitter დაემორჩილება კანონს. ვიმეორებ, თუ კანონი ძალაში შევა, Twitter პატივს სცემს მას", - უპასუხა მასკმა ციფრული სერვისების შესახებ ევროკავშირის ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
კანონი 25 აგვისტოს ამოქმედდება და ის მედია პლატფორმებისთვის საეჭვო კონტენტზე სწრაფი რეაგირების ვალდებულებას ითვალისწინებს. უგულვებელყოფა კომპანიას შესაძლოა, ჯამური შემოსავლების 6% დაუჯდეს.
მიმდინარე წლის მაისის ბოლოს მასკმა გადაწყვიტა, რომ Twitter არ მიიღებდა მონაწილეობას ევროკავშირის ანტიდეზინფორმაციულ კოდექსში. პროფილურმა ევროკომისარმა ვერა იუროვამ მაშინ განაცხადა, რომ Twitter „ირჩევს კონფრონტაციას“, ხოლო საფრანგეთის დიგიტალიზაციის მინისტრმა ჟან ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ ევროპული წესების უპატივცემულობის შემთხვევაში სოციალური ქსელის აკრძალვა არ არის გამორიცხული.


