Accentnews.ge
რუსული მედია: რუსეთში ღვინის მიწოდების მხრივ საქართველო პირველ ადგილზე გავიდა

რუსული მედია: რუსეთში ღვინის მიწოდების მხრივ საქართველო პირველ ადგილზე გავიდა

20/06/2023 09:04:23 ეკონომიკა

საქართველო რუსეთში ღვინის მიწოდების კუთხით პირველ ადგილზე გავიდა, – იუწყება რუსული მედია.

მისი ცნობით, პირველი ხუთი თვის განმავლობაში ღვინის მიწოდება საქართველოდან რუსეთში 63%-ით გაიზარდა და 24 მილიონ 150 ათასი ლიტრი შეადგინა, რამაც ღვინის ექსპორტიორ ქვეყნების რეიტინგში საქართველოს პირველ ადგილზე დაწინაურება განაპირობა.

როგორც რუსული მედია იტყობინება, ქართულმა ღვინომ რეიტინგში იტალიას გადაუსწრო.

რუსული „კომერსანტი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, რუსეთში საქართველოდან 24 მლნ 150 ათასი ლიტრი ღვინის იმპორტი განხორციელდა, იტალიიდან 23 მილიონ 360 ათასი ლიტრი, რაც საქართველოდან გასული წლის იმპორტს 63%-ით, ხოლო იტალიიდან 31%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ღვინის მიწოდებაში საქართველოს წილი 19.1%-ით განისაზღვრა, იტალიის კი 18.5%.

ღვინით მოვაჭრე კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრ ლიპილინი ამბობს, რომ საქართველოდან იმპორტი 2022 წელს გააქტიურდა, რაც გადახდებთან და ლოგისტიკასთან არსებული სირთულეების არ არსებობიდან გამომდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ქართული ღვინის წილის ზრდა დაბალ და საშუალო სეგმენტის ღვინოების სავაჭრო ქსელების კერძო იმპორტით არის განპირობებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S