Accentnews.ge
ბაიდენი პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს რეალურს უწოდებს

ბაიდენი პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს რეალურს უწოდებს

20/06/2023 08:37:52 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეალურად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს. ამის შესახებ ბაიდენმა ორშაბათს კალიფორნიაში დონორებთან შეხვედრისას განაცხადა.

17 ივნისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ უწოდა პუტინის განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება დაიწყო.

16 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ პირველი ბირთვული ქობინები უკვე ბელარუსშია და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S