Accentnews.ge
ბერძენიშვილი: "ვიღაც მოქალაქე შემხვდა და არ მომცა გავლის საშუალება, სანამ არ მაგინა და ერეკლე მეფე არ დაიცვა ჩემგან"

ბერძენიშვილი: "ვიღაც მოქალაქე შემხვდა და არ მომცა გავლის საშუალება, სანამ არ მაგინა და ერეკლე მეფე არ დაიცვა ჩემგან"

20/06/2023 08:25:12 საზოგადოება

ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე თავს დაესხნენ.

"ვიღაც მოქალაქე შემხვდა და არ მომცა გავლის საშუალება, სანამ არ მაგინა და ერეკლე მეფე არ დაიცვა ჩემგან. კვერცხი ისროლა, მაგრამ მანქანას მოხვდა. დაზიანება არ მაქვს. ზონდირებული ჰყავთ ხალხი და ალა-ალაგ აგზავნიან ხოლმე. ადამიანი იყო შეურაცხადი, ვერ გავიგე, რა უნდოდა. გავიგე, რომ ერეკლეს იცავდა, მაგრამ ხომ შეიძლება, თქვა, რომ არ გეთანხმები, არა, მაინც და მაინც ის უნდოდა, სანამ დედის გინება არ დაიწყო, ვერ შეიკავა თავი. პოლიცია არ ყოფილა იქ", - განაცხადა ბერძენიშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას.

მანამდე, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ტაბულას" რედაქტორმა ცისია კირვალიძემ გაავრცელა.

"ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს. ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მოღალატე ეძახა. ამას ახალისებს "ქართული ოცნება" თავისი მართული ბნელებით და ყველა იმ ადამიანით, ვისაც ჰგონია, რომ ერეკლე მეფე უნდა დაიცვას ბერძენიშვილისგან. ძალიან შემრცხვა", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S