
"არა რუსულ მთავრობას! ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას!": 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა
20/06/2023 07:00:05 საზოგადოება
"არა რუსულ მთავრობას - სამოქალაქო დაუმორჩილებლობა" – ამ სახელწოდებით დღეს 20:00 საათზე პარლამენტთანსაპროტესტო აქცია გაიმართება.
ორგანიზატორების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მოქალაქეები ყოველდღიურად არაერთ პრობლემას, მათ შორის "დაშინებას, თავისუფალი სიტყვის ჩახშობას, რუსეთიფიკაციას, უმუშევრობას, ემიგრაციას აწყდებიან, ხელისუფლება კი მოსახლეობას აიძულებს ეს ყველაფერი აიტანოს".
ორგანიზატორები წერენ, რომ "დროა, მოქმედება დაიწყოს არა პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ პრობლემის გამომწვევი მექანიზმის მოსაშლელად".
"დაკავებები, რუსული კანონები, რუსული ფრენები და სხვა მრავალი პრობლემა... მიზეზი?
მიზეზი ერთია - რუსული ხელისუფლება...
კი „ქართული ოცნება“ ნამდვილად ატარებს რუსეთის პოლიტიკას, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის დასავლური კურსით განვითარებას...
გვეყო ცალკეულად ბრძოლა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ,გვეყო ცალკეულად ბრძოლა „რუსული თვითმფრინავების“ წინააღმდეგ,გვეყო ცალკეულად ბრძოლა უკანონო დაკავებების წინააღმდეგ,
დღეს საჭიროა ბრძოლა ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეთან.
დღეს ვიბრძვით რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ...
დღეს გამოვდივართ ყველა სამართლიანობის აღსადგენად,დღეს გამოვდივართ ყველა ქვეყნის საერთაშორისო კურსის დასაცავად...
არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ პარტიას ემხრობი,არ აქვს მნიშვნელობა ხარ დასაქმებული თუ ხარ უმუშევარი,არ აქვს მნიშვნელობა ცხოვრობ თბილიში თუ რეგიონში,არ აქვს მნიშვნელობა ხარ ახალგაზრდა თუ ზრდასრული,არ აქვს მნიშვნელობა ყოფილხარ თუ არა სხვა აქციაზე,არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა ევროპა,არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა ამერიკა...
დღეს ეს მე-2 ხარისხოვანია....
დაიმახსოვრე შენ ხარ ქართველი, საქართველოს პატრიოტი, საქართველოს რიგითი ჯარისკაცი და დღეს შენი სამშობლო დამოუკიდებლობას კარგავს..." - წერია განცხადებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ აქციის ორგანიზატორი ყველა პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, უნივერსიტეტი, სტუდენტი და ყველა აქტიური, დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეა.