Accentnews.ge
შარიქაძე: მზარავს გაფიქრებაც კი, რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა

შარიქაძე: მზარავს გაფიქრებაც კი, რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა

20/06/2023 06:58:43 საზოგადოება

"მზარავს იმის გაფიქრებაც კი რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა", - წერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე.

მისი თქმით, საშიშია ეს სურვილი იმ საზოგადოებაში, რომელსაც საბჭოთა ტრამვა და შიში ჯერ არ მოუნელებია

"ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი მემგონი საბჭოთა წარსულის კვლევაში უნდა ჩაიდოს და ეს განსაკუთრებით კულტურის სფეროს ჭირდება.

ასე მგონია ფანტასმაგორიულ რეალობაში ვართ - ის რაც ხდება არ შეიძლება ხდებოდეს 2023 წელს, ეს არ შეიძლება ჩვენი რეალობა იყოს 21-ე საუკუნეში.

მზარავს იმის გაფიქრებაც კი რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა.

საშიშია ეს სურვილი იმ საზოგადოებაში, რომელსაც საბჭოთა ტრამვა და შიში ჯერ არ მოუნელებია, რომელმაც კარგად იცის რა არის ცენზურა, რეპერტკომები და გლავლიტი; და "დაზავების" ხელოვნებაშიც კარგად არის ნამეცადინები, გასული საუკუნის 20-30 წლებში ეს კატასტროფით დასრულდა ჩვენი ერისთვის და ამ შედეგს დღემდე ვიმკით", - წერს შარიქაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S