Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა წუხანდელი შეტევისას 35 "დრონი" გამოიყენა, მათგან 32 გავანადგურეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა წუხანდელი შეტევისას 35 "დრონი" გამოიყენა, მათგან 32 გავანადგურეთ

20/06/2023 06:47:58 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე წუხანდელი შეტევისას ირანული წარმოების 35 "დრონი" (Shahed-136/131) გამოიყენეს.

სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით, 30 "დრონი" საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს და 2 - სახმელეთო ძალების ქვედანაყოფებმა. მისი ცნობით, "დერონების" უმეტესობა – 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი კიევის ოლქში გაანადგურეს.

რუსეთის მორიგი, მასირებული შეტევის გამო წუხელ უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის შვიდ საათამდე გაგრძელდა. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებულია საკომუნიკაციო სისტემები, ტურისტული ინფრასტრუქტურა და ფერმერული მეურნეობები. მსხვერპლი არ არის. ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, "დრონებით " სამი დარტყმა იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე. რომელზე, დაკონკრეტებული არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S