ჯონსონს წინასწარი შეთანხმების გარეშე ქვეყნის პარლამენტის შენობაში შესვლა აეკრძალა
20/06/2023 06:31:24 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, ადმინისტრაციული სასჯელის სახით განესაზღვრა, რომ წინასწარი შეთანხმების გარეშე ქვეყნის პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება არ აქვს. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, ყოფილმა პრემიერმა „განზრახ შეიყვანა შეცდომაში“ დეპუტატები პანდემიის დროს დაუნინგ სტრიტზე წვეულების ჩატარებასთან დაკავშირებით.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დისციპლინარული კომიტეტის შესაბამის დასკვნებს თემთა პალატამ მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა. კერძოდ, მომხრე 354 პარლამენტარი იყო, წინააღმდეგ კი 7 წავიდა.


