Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა

20/06/2023 06:09:39 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის შვიდ საათამდე გაგრძელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 30 უპილოტო საფრენი აპარატი და ეს-300 ტიპის 7 რაკეტა. გენშტაბის წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 28 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებულია საკომუნიკაციო სისტემები, ტურისტული ინფრასტრუქტურა და ფერმერული მეურნეობები. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა ლვოვის ოლქში. მსხვერპლი არ არის.

"დრონებით" შეტევა იყო კიევზეც. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20-მდე უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S