დანია უკრაინას 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
19/06/2023 18:26:57 მსოფლიო
დანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება 2023-2028 წლებში 21,9 მილიარდ დანიური კრონამდე (3.21 მილიარდი ამერიკულ დოლარი) გაიზრდება.
უწყების ცნობით, კიევში დახმარება გაიგზავნება საგანგებო ფონდის მეშვეობით, რომელიც დანიამ მარტში დააარსა.
ფონდი თავდაპირველად შეიქმნა 7 მილიარდი დანიური კრონით, რომელიც ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სამხედრო საჭიროებებზე უნდა დაიხარჯოს. რა თანხაა უკვე გაგზავნილი უკრაინაში ამ ეტაპზე ზუსტად ცნობილი არ არის.


