Accentnews.ge
მოდლოვაში პრორუსი პოლიტიკოსის პარტია აკრძალეს

მოდლოვაში პრორუსი პოლიტიკოსის პარტია აკრძალეს

19/06/2023 17:36:43 მსოფლიო

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ოლიგარქ ილან შორის პრორუსული პარტია ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია, – იუწყება BBC.

გამოცემის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნიკოლაე როშკას განცხადებით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან პარტია დაშლილად ითვლება, მისი ნებისმიერი დოკუმენტი კი ძალადაკარგულია. ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ უნდა ჩამოაყალიბოს კომისია პარტია ლიკვიდაციისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ამ პარტიის დეპუტატები თავიანთ მანდატს გააგრძელებენ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები.

შორი, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია, ხსენებულ გადაწყვეტილებას "უსამართლოს" უწოდებს.

როგორც მან აღნიშნა, იგი საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს სტრასბურგში გაასაჩივრებს.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა.

"კორუფციაზე და კორუფციისთვის შექმნილი პოლიტიკური პარტია საშიშია სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობისთვის და უსაფრთხოებისთვის. ახლა სახელმწიფო ორგანოებმა უნდა გაანალიზონ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები და გადადგან შემდგომი ნაბიჯები ამ გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულებისთვის“, – განაცხადა სანდუმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S