
ძლიერი წვიმის შედეგად დიდ დიღომში საავტომობილო გზა დაიტბორა
19/06/2023 17:00:57 საზოგადოება
ძლიერი წვიმის გამო დიდ დიღომში საავტომობილო გზა დაიტბორა.
ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ. გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალებში ჩანს, უხვი რაოდენობის წყალი, რომელიც საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მოედინება.
მოქალაქეები თავს კორპუსებსა და გაჩერებებს აფარებენ.