Accentnews.ge
მაღაროელები პარლამენტთან კარვების გაშლას და ღამის გათენებას გეგმავენ

მაღაროელები პარლამენტთან კარვების გაშლას და ღამის გათენებას გეგმავენ

19/06/2023 16:35:55 საზოგადოება

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ, დაშლას არ აპირებენ.

ერთ-ერთი მაღაროელის ტარიელ მიქაძის განცხადებით, გაფიცულები, სამართალდამცავებთან შეთანხმებით, პარლამენტის შენობის წინ კარვებს გაშლიან.

მაღაროელების თქმით, ელოდებიან გამოხმაურებას და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქცია ხვალ18:00 საათზე განახლდება.

ასევე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, ხვალ პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S