Accentnews.ge
ნატა მურვანიძე: ხელოვნება უნდა იყოს თავისუფალი

ნატა მურვანიძე: ხელოვნება უნდა იყოს თავისუფალი

19/06/2023 14:50:13 საზოგადოება

თეატრისა და კინოს მსახიობი ნატა მურვანიძე კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელოვნება უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი.

„ლიტერატურაც, კინოც, თეატრიც, მუსიკაც, მხატვრობაც… ხელოვნება უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამ თავისუფლებას ხელს უნდა უწყობდნენ და არა პირიქით, რადგან ნებისმიერი წინააღმდეგობა, ნებისმიერი მარწუხი, ნებისმიერი აკრძალვა ყოველთვის საპირისპიროს იწვევს. ასე იყო, არის და იქნება. წინააღმდეგობა ალტერნატიულ გზებს პოულობს, გამოხატვის სხვა ფორმებს, სხვა ენას, რომელსაც ვერავინ დაეწევა, ვერ შეაჩერებს. არ ჩერდება, არ ჩუმდება, ვერ ჩუმდება. აზრი არ აქვს ამასთან ბრძოლას. და თუ გაჩუმდა, ან გაჩერდა ე.ი. ძალას იკრებს და აუცილებლად აზვირთდება და ყველაფერს წალეკავს. სახიფათოა ეს გზა. ფრთხილად“, – წერს ნატა მურვანიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი კობა ხუბუნაია, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებებში მუშაობდა, კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი "პოსტ ტვ"-ს წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S