Accentnews.ge
აჭარის მთავრობა: სარფი-კვარიათსა და მახინჯაური-მწვანე კონცხის სანაპიროზე ზღვის წყლის ხარისხი ყველაზე მაღალია

აჭარის მთავრობა: სარფი-კვარიათსა და მახინჯაური-მწვანე კონცხის სანაპიროზე ზღვის წყლის ხარისხი ყველაზე მაღალია

19/06/2023 14:15:31 საზოგადოება

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტეიტორია და მწვანე კონცხი) ზღვის წყლის ბაქტეოროლოგიური კვლებები ჩაატარა.

"ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე 7-ვე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და იგი გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. მიმდინარე წელსაც როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი-კვარიათისა და მახინჯაური-მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.

კვლევები ტარდება შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები. სინჯების აღება ხდება მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში", - აცხადბენ აჭარის მთავრობაში.

უკრაინა იუწყება, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის ნგრევის შემდეგ შავი ზღვის წყლის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა, რკინის შემცველობამ კი ნორმას გადააჭარბა. ოდესის სანაპოროებზე ზვიდან ნაგავი და მცენარეები ირიყება. წყალში კი დახოცილ ცხოველებს პოულობენ. ოდესაში მოქალაქეებს ზღვაში შესვლა აუკრძალეს. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე დღეში დაბინძურებული წყლის ნაკადი მიაღწევს ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპიროებამდეც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S