Accentnews.ge
ჩინეთში რუსეთის სამხედრო ავტორიტეტის კრახზე საუბრობენ

ჩინეთში რუსეთის სამხედრო ავტორიტეტის კრახზე საუბრობენ

19/06/2023 11:37:19 მსოფლიო

რუსეთის არმია, რომლის შეიარაღებაზე კრემლმა მარტო ბოლო ათი წლის განმავლობაში 20 ტრილიონ რუბლზე მეტი დახარჯა და რომელსაც "მსოფლიოს მეორე არმიად" წარმოაჩენდა, მოსალოდნელზე ბევრად სუსტი აღმოჩნდა, - განუცხადა The Wall Street Journal-ს ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის პოლკოვნიკმა ამასწინათ გადამდგარმა ჩჟოუ ბომ.

"რუსეთის სამხედრო იმიჯმა და ავტორიტეტმა კრახი განიცადა. გამარჯვების მომტანი ბლიცკრიგის ნაცვლად კრემლმა მიიღო ჯერ სამარცხვინო უკან დახევა კიევიდან, შემდეგ - ხარკოვის ოლქისა და ხერსონის ჩაბარება, ომის მეორე წლის დასაწყისისთვის კი - პირველ თვეებში დაკავებული ტერიტორიების ნახევარზე მეტის დაკარგვა. ამასთან, რუსული არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგმა, მოკლულებისა და დაჭრილების ჩათვლით, 200 ათასს გადააჭარბა, მათ შორის 100 ათასი მებრძოლი რუსებმა ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში დაკარგეს. რუსეთის სამხედრო გეგმები რეალობას მოწყვეტილი აღმოჩნდა. უკრაინაში შეჭრა მოსკოვს ექცა ომად, რომელსაც ის ნამდვილად არ ელოდა. მართალია, პუტინს ჯერ კიდევ მეტი ცოცხალი ძალა ჰყავს და რუსეთის მოსახლეობის გარკვეული მხარდაჭერაც, მაგრამ არც დასავლეთი იხევს უკან და კვლავინდებურად მზადაა, კიევის დახმარება განაგრძოს. ჩინეთში ყურადღებით სწავლობენ უკრაინაში რუსეთის საომარ გამოცდილებას და ერთ-ერთი სტრატეგიული გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინმა მარცხისთვის გაწირა თავი წამოიწყო რა შეჭრა შედარებით მცირე ძალით: რუსეთის პრეზიდენტი დაუყოვნებლივ კაპიტულაციას მოელოდა, მაგრამ ამის ნაცვლად გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა" - განაცხადა ჩჟოუ ბომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S