Accentnews.ge
სტოლტენბერგი: ვილნიუსის სამიტზე ჩამოყალიბდება უკრაინის, როგორც ევროატლანტიკური ოჯახის დამოუკიდებელი, დემოკრატიული წევრის მომავლის ხედვა

სტოლტენბერგი: ვილნიუსის სამიტზე ჩამოყალიბდება უკრაინის, როგორც ევროატლანტიკური ოჯახის დამოუკიდებელი, დემოკრატიული წევრის მომავლის ხედვა

19/06/2023 11:32:51 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვილნიუსის სამიტზე ჩამოყალიბდება უკრაინის, როგორც ევროატლანტიკური ოჯახის დამოუკიდებელი, დემოკრატიული წევრის მომავლის ხედვა. ამის შესახებ მან ბერლინში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამიტზე მოკავშირეები უკრაინის წევრობის მისწრაფებებს განიხილავენ. მოკავშირეები მუშაობენ უკრაინის დახმარების მრავალწლიან პაკეტზე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს შექმნაზე, რათა ისეთ უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებიც ორმხრივი ინტერესებშია, ერთობლივი კონსულტაციები გავმართოთ. ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინას ნატოსთან დააახლოებს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მოგვიანებით, მან დააზუსტა, რომ ვილნიუსის სამიტზე ნატო–ს ლიდერები უკრაინას ალიანსში გაწევრიანების ოფიციალურ მიწვევას არ გაუგზავნიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S