Accentnews.ge
გერმანია უკრაინას დამატებით "პატრიოტის" 64 რაკეტას გადასცემს

გერმანია უკრაინას დამატებით "პატრიოტის" 64 რაკეტას გადასცემს

19/06/2023 11:15:39 მსოფლიო

გერმანია უკრაინას დამატებით "პატრიოტის" 64 რაკეტას გადასცემს. ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში ვიზიტისას განაცხადა.

"ნატო არ არის კონფლიქტის მხარე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის თავდაცვის უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდებით. მე მივესალმები გერმანიის წამყვან როლს უკრაინისთვის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საქმეში. მივესალმები ბერლინის გადაწყვეტილებას, გადასცეს უკრაინას დამატებით "პატრიოტის" 64 რაკეტა. ეს გადაარჩენს უკრაინელების სიცოცხლეს",– განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S