Accentnews.ge
NYT: რუსული სპეც-სამსახურები აშშ-ში საგარეო დაზვერვის სამსახურის პოლკოვნიკის ლიკვიდაციას ცდილობდნენ

NYT: რუსული სპეც-სამსახურები აშშ-ში საგარეო დაზვერვის სამსახურის პოლკოვნიკის ლიკვიდაციას ცდილობდნენ

19/06/2023 11:06:25 მსოფლიო

რუსული სპეც-სამსახურები აშშ-ში გაქცეული საგარეო დაზვერვის სამსახურის პოლკოვნიკ ალექსანდრე პოტეევის მკვლელობის ორგანიზებას ცდილობდნენ, რომელსაც რუსულმა დაზვერვამ მაიამი-ბიჩში, საკუთარ სახლში მიაკვლია., - წერ The New York Time--ი

აგენტი, რომელიც პოტეევის მანქანას ფოტოებს უღებდა დაკავებულია. ინციდენტმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთსანქციები და რამდენიმე პირთა ჯგუფების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება გამოიწვია.

"პოტეევი აშშ-ში 2010 წელს, ვაშინგტონში იმჟამინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე გაიქცა და ამერიკულ დაზვერვას რუსეთის არალეგალი მძვერავების ქსელის შესახებ ინფორმაცია გაანდო. ამის საფუძველზე პოტეევს რუსეთში სახელმწიფო ჯილდოები, ასევე სამხედრო წოდება ჩამოართვეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2016 წელს რუსული მედია პოტეევის ვითომდა გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა, რეალურად კი იგი ფლორიდაში ცხოვრობდა და რეალური სახელით "რესპუბლიკური პარტიის" მხარდამჭერადაც დარეგისტრირდა.

2019 წელს რუსული დაზვერვის მიერ დაქირავებულმა მექსიკელმა ექიმმა ალეხანდრო კაბრერ-ფუენტესმა მიიღო დავალება, პოტეევის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ბინა ექირავებინა, რაც მან გააკეთა კიდეც და 2020 წლიდან პოტეევს უთვალთვალებდა. დაცვამ პოტეევის ავტომანქანისთვის სურათების გადაღების მომენტში დააფიქსირა, შემდეგ ფლორიდაში გაფრენის წინ აეროპორტშივე დააკავა. რუსეთის მექსიკელ აგენტს 4 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მომხდარს ამერიკიდან რამდენიმე მოქალაქის, მათ შორის დიპლომატებისა და საგარეო დაზვერვის რეზიდენტურის ხელმძღვანელის გაძევება მოჰყვა, რომელსაც მივლინების დასრულებამდე 2 წელი რჩებოდა" - წერს გამოცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S