Accentnews.ge
სტოლტენბერგი: ჩვენ ყველას გვსურს, ეს ომი დასრულდეს, თუმცა სამართლიანი მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას  და მშვიდობას რუსეთის პირობით

სტოლტენბერგი: ჩვენ ყველას გვსურს, ეს ომი დასრულდეს, თუმცა სამართლიანი მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას  და მშვიდობას რუსეთის პირობით

19/06/2023 11:13:33 მსოფლიო

ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას განაცხადა, რომ "სამართლიანი მშვიდობა კონფლიქტის გაყინვას ან მშვიდობას რუსეთის პირობით არ ნიშნავს". ამის შესახებ მან ბერლინში ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"უკრაინას აქვს უფლება გაათავისუფლოს საკუთარი მიწა. კონტრშეტევა ახლა მიმდინარეობს. რაც უფრო მეტი მიწის გათავისუფლებას შეძლებენ უკრაინელები, მით უფრო ძლიერი პოზიციით წარსდგებიან ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. მაგრამ სამართლიანი მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და მშვიდობას რუსეთის პირობით", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S