Accentnews.ge
უკრაინული მხარე ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპანტებისგან პირველი დასახლებული პუნქტის გათავისუფლებას ადასტურებს

უკრაინული მხარე ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპანტებისგან პირველი დასახლებული პუნქტის გათავისუფლებას ადასტურებს

19/06/2023 10:57:51 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთში დაბა პიატიხატკა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა და იქვე დასძინა, რომ კონტრშეტევის დაწყების დროიდან ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების პირველი გამარჟვებაა ფრონტის აღნიშნულ მონაკვეთზე.

გუშინ, 18 ივნისს უკრაინელების მიერ პიატიხატკის დაბრუნების შესახებ ოლქის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ როგოვმა განაცხადა. იგივეინფორმაციას ავრცელებდნენ კრემლის სამხედრო ბლოგერებიც. თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმავე დღეს ირწმუნებოდა, რომ რუსმა სამხედროებმა "დაბაზე უკრაინელთა შეტევის მოგერიება შეძლეს".

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა 8 დასახლება გაათავისუფლეს.

"ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ორკვირიანი ოპერაციების განმავლობაში უკრაინამ შემდეგი 8 დასახლება გაათავისუფლა: ნოვოდარივკა, ლევადნე, სტოროჟევა, მაკარივკა, ბლაგოდატნე, ლობკოვო, ნესკუჩნე და პიატიხატკი. ტავრიის მიმართულებით უკრაინა მტრის სიღრმეში 7 კმ-მდე დაწინაურდა. სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრია. ტაურის მიმართულების თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობა გრძელდება", - აცხადებს მალიარი.

როგორც იგი აღნიშნავს, გასულ კვირას ოკუპანტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. კერძოდ, ყველა მიმართულებით 4 600-ზე მეტი რუსი სამხედრო ან დაიღუპა ან დაიჭრა, 80-ზე მეტი რუსი სამხედრო კი უკრაინამ ტყვედ აიყვანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S