Accentnews.ge
პრიგოჟინი: ფრონტიდან რუსეთში 32 ათასი ყოფილი პატიმარი დაბრუნდა

პრიგოჟინი: ფრონტიდან რუსეთში 32 ათასი ყოფილი პატიმარი დაბრუნდა

19/06/2023 10:12:59 მსოფლიო

„ვაგნერის“ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შემდეგ, სამხედრო კომპანიის მიერ დაქირავებული 32 000 ყოფილი პატიმარი რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა. ამის შესახებ მან ტელეგრამ–არხის მეშვეობით განაცხადა.

პრიგოჟინი ირწმუნება, რომ ომში მონაწილეობის შემდეგ თავისუფლებაზე აღმოჩენილმა ყოფილმა პატიმრებმა 83 დანაშაული ჩაიდინეს, რაც მისი მტკიცებით, "80-ჯერ ნაკლებია ციხიდან გათავისუფლებული პირების მიერ იმავე პერიოდში ჩადენილ დანაშაულზე“, რომელთაც „ვაგნერთან“ კონტაქტები არ ჰქონდათ გაფორმებული. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ პრიგოჟინის შემოთავაზებული სტატისტიკის მტკიცებულებები არ არსებობს.

რუსეთის ოკრაინაში შეჭრის შემდეგ პრგოჟინმა პატიმრების გადაბირება დაიწყო შეწყალების დაპირებით. მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, რომ ხელს აწერს იმ პატიმრების შეწყალებას, რომლებმაც კერძო სამხედრო კომპანიასთან გააფორმეს კონტაქტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S