
ამინდის 20 –21 ივნისის პროგნოზი
19/06/2023 09:51:05 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივნისს დღის ბოლოდან 22 ივნისამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.