Accentnews.ge
საქსტატი: 2023 წლის იანვარ-მაისში რუსეთი საქარველოსთვის რიგით მეორე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია

საქსტატი: 2023 წლის იანვარ-მაისში რუსეთი საქარველოსთვის რიგით მეორე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია

19/06/2023 08:11:14 ეკონომიკა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 362.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.9 პროცენტით მეტია - აქედან ექსპორტი 2 502.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 18.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 859.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 19.1 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-მაისში, 3 356.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი (1 021.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (778.6 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (589.7 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 194.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 059.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (623.3 მლნ. აშშ დოლარი).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S