Accentnews.ge
Bruno Mars-ის კონცერტზე ბილეთის ფასი 125 ლარიდან იწყება

Bruno Mars-ის კონცერტზე ბილეთის ფასი 125 ლარიდან იწყება

19/06/2023 07:33:41 საზოგადოება

ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 125-დან 1450 ლარამდე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლექ სი არენა“ ავრცელებს.

მისი ცნობით, ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 ივნისს, 10:00-ზე ვებგვერდ TKT.ge-სა და BSA.ge-ზე, ასევე Supper App-ის აპლიკაციაში.

„აღსანიშნავია, რომ 1 მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. რაც შეეხება ფასდაკლებებს: 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ მომხმარებლები, რომლებიც Star Ring-ის ბილეთებს TBC-ის სტუდენტური ან მოსწავლეთა ბარათით შეიძენენ - აღნიშნული ფასდაკლება ვრცელდება ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთზე. 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს მომხმარებელი, რომელიც ნებისმიერ ბილეთს TBC VISA ბარათით შეიძენს. 30%-იანი ფასდაკლება შეეხებათ TBC Concept WM (VIP; Skybox; Orbit) - ის მომხმარებლებს.

1-ელ ოქტომბერს საქართველო ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი, კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება.

15 გრემის ჯილდოს, 4 „Brit Awards-ის“, 4 „გინესის“ რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S