Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: ბოლო 24 სააათში მტრის მიერ გამოყენებული ყველა რაკეტა და "დრონი" განადგურებულია

უკრაინის გენშტაბი: ბოლო 24 სააათში მტრის მიერ გამოყენებული ყველა რაკეტა და "დრონი" განადგურებულია

19/06/2023 06:05:39 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებიდან ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს .

გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, მოწინააღმდეგემ 4 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ ისროლა შავ ზღვაში მყოფი წყალქვეშა ნავიდან. ირანული წარმოების 4 უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განხორციელდა აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების სამხრეთის და აღმოსავლეთის სარდლობების პასუხისმგებლობის ზონაში მოქმედმა საჰაერო თავდაცვამ ყველა რუსული რაკეტა და დრონი გაანადგურა. გენერალური შტაბი კონკრეტულ რაიონებს არ ასახელებს.

ოდესის და დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 4 რუსული რაკეტა „კალიბრი“ ოდესის ოლქში გაანადგურეს, ხოლო 4 უპილოტო საფრენი აპარატი - დნეპროპეტროვსკის ოლქში. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S