Accentnews.ge
გაერო - რუსეთი კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ გვაძლევს

გაერო - რუსეთი კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ გვაძლევს

19/06/2023 05:41:43 მსოფლიო

გაერო-ში აცხადებენ, რომ რუსეთი ორგანიზაციის წარმომადგენლებს კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალებას არ აძლევს.

"არ შეიძლება, დახმარებაზე უარი უთხრან ადამიანებს, რომლებსაც ეს დახმარება სჭირდებათ, ამიტომ, ნებართვის მისაღებად რუსეთთან კომუნიკაციას გავაგრძელებთ", – განაცხადა უკრაინაში გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინატორმა დენის ბრაუნმა

გაერო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედოს.

კაშხლის ნგრევით გამოწვეული მასშტაბური წყალდიდობიდან თითქმის ორი კვირის განმავლობაში გაერომ ვერ მიიღო წვდომა უკრაინის ხერსონის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზეა და დროებით რუსეთის კონტროლქვეშაა. გაერო ჰუმანიტარულ დახმარებას მხოლოდ კიევის მიერ კონტროლირებულ მარჯვენა ნაპირზე მყოფ მოსახლეობას უწევს.

უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკას ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო მოქცეული, 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა რუსეთს ჰესის აფეთქებაში ადანაშაულებს, რუსეთი კი პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს.

კაშხლის დანგრევამ გამოიწვია მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა. საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. საცხოვრებლის გარეშე დარჩენილები აღმოჩნდნენ სხვა უმწვავესი პრობლემების, მათ შორის სუფთა სასმელ წყალსა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის წინაშე.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაიღუპა, სულ მცირე, 17 ადამიანი და 31 დაკარგულად ითვლება. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S