Accentnews.ge
ზელენსკი: ყველა "Patriot" მუშაობს და რუსულ რაკეტებს ანადგურებს

ზელენსკი: ყველა "Patriot" მუშაობს და რუსულ რაკეტებს ანადგურებს

19/06/2023 05:35:35 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ცნობას, რომ რუსეთმა უკრაინას "Patriot"–ს ტიპის სარაკეტო სისტემები გაუნადგურა.

"მიუხედავად იმისა, რას ამბობს რუსეთი, ყველა "Patriot" მუშაობს და რუსულ რაკეტებს მაქსიმალურად ეფექტიანად ანადგურებს", – განაცხადა მან.

16 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ კიევის მახლობლად გაანადგურეს "Patriot"-ს 5 კომპლექსი.

დღემდე არსებული ოფიციალური მონაცემებით, უკრაინას აშშ-ისა და გერმანიისგან მიღებული "Patriot"-ს 2 კომპლექსი. თითოეული მათგანი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, მათ შორის გამშვები დანადაგრების, რადარისა და დამხმარე მანქანებისგან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S