Accentnews.ge
სტიქია ადიგენის მუნიციპალიტეტში - უხვმა ნალექმა და სეტყვამ მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში პრობლემები შექმნა

სტიქია ადიგენის მუნიციპალიტეტში - უხვმა ნალექმა და სეტყვამ მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში პრობლემები შექმნა

18/06/2023 16:08:46 რეგიონები

სტიქია ადიგენის მუნიციპალიტეტში - უხვმა ნალექმა და სეტყვამ მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში ხეხილის ბაღების ნაწილი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ამის შესახებ "აქცენტს" მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

"ასევე, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

სტიქიის ზონაში, ვითარებას ადგილზე ეცნობა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები"- აცხადებენ მერიაში.

"ადიგენის სოფლები ისევ დაისეტყვა, რა ზარალი მიადგა მოსახლეობას, ადგილზე ვეცნობით. დატბორილია სახლები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. როგორც კი საშუალება მოგვეცა შესაბამისმა ტექნიკამ დაიწყო მუშაობა, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები", - განაცხადა მერმა გოჩა ქიმაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S