Accentnews.ge
პროექტის ,,ჩვენი ჯარი“ წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

პროექტის ,,ჩვენი ჯარი“ წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

18/06/2023 10:07:50 თავდაცვა, რეკლამა

პროექტის ,,ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და არქიტექტურის ფაკულტეტების სტუდენტებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინიტრო ავრცელებს.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს და „ჩვენი ჯარის“ პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა დარეზერვის სახეობების შესახებ. სტუდენტებმა კოდექსთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროექტი ,,ჩვენი ჯარი“, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა დამეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S