Accentnews.ge
პუტინის განცხადებით, რუსეთის ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსშია

პუტინის განცხადებით, რუსეთის ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსშია

16/06/2023 16:58:44 მსოფლიო

კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთის ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსშია.

„როგორც იცით, ჩვენს სამოკავშირეო სახელმწიფოსთან, პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით იმის შესახებ, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნაწილს ბელარუსის ტერიტორიაზე გადავიტანდით. ეს მოხდა. პირველი ბირთვული მუხტები გადატანილია ბელარუსის ტერიტორიაზე,” - განაცხადა პუტინმა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმზე.

მისი თქმით, „ზაფხულის ბოლომდე, წლის ბოლომდე“ ყველა რუსული ბირთვული მუხტი, რომელიც უნდა გადაადგილებულიყო, ბელარუსის ტერიტორიაზე აღმოჩნდება:

„ამ სამუშაოს სრულად შევასრულებთ, როგორც შეკავების ელემენტს, რათა ყველას, ვინც ჩვენთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე ფიქრობს, ეს გარემოება არ ავიწყდებოდეს”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S