Accentnews.ge
აშშ დამატებით $205 მილიონით დაეხმარება უკრაინელებს

აშშ დამატებით $205 მილიონით დაეხმარება უკრაინელებს

16/06/2023 16:21:24 მსოფლიო

პარასკევს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა დამატებითი 205 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ უკრაინელებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად.

აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება ორიენტირებული იქნება საკვებზე, უსაფრთხო სასმელ წყალზე, დამცავ სერვისებზე, განათლებაზე, საარსებო წყაროებზე, იურიდიული დახმარებაზე, საცხოვრებელი სახლის ხელმისაწვდომობაზე, ჯანდაცვასა და სხვა სერვისებსზე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.

„ეს სახსრები ასევე დაეხმარება კონფლიქტის მსხვერპლებს, დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს, რომლებიც განცალკევებულნი არიან და ხელს შეუწყობს ოჯახის გაერთიანებას, როდესაც ეს შესაძლებელია“, - დასძინა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S