რუსეთის რეგიონებში ჯარისკაცებისთვის ძველი სასკოლო ჩანთების შეგროვება დაიწყეს
16/06/2023 16:08:18 მსოფლიო
რუსეთის ზოგიერთ რეგიონში გამოაცხადეს ჯარისკაცებისთვის ძველი სასკოლო ზურგჩანთების შეგროვების დაწყების შესახებ.
«Говорит НеМосква» ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება მოხალისეთა ორგანიზაცია „ZZZ Ossetia“-მ გამოაცხადა. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ დაჭრილებს ნივთების შენახვის საშუალება არ აქვთ, აქვთ მხოლოდ ჩვეულებრივი პაკეტები, რომელიც ადვილად ირღვევა“.
გარდა ამისა, აგროვებენ თეთრეულს.
ძველი ზურგჩანთების შეგროვება ბურიატიაშიც გამოცხადდა.


