გეგმა, როგორ უნდა უპასუხოს NATO-მ რუსეთის შესაძლო თავდასხმას, თურქეთმა დაბლოკა – მედია
16/06/2023 15:32:42 მსოფლიო
ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა ვერ შეძლეს, დაემტკიცებიანთ ახალი გეგემა, თუ როგორ უნდა უპასუხოს ალიანსმა რუსეთის შესაძლო თავდასხმას,– ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
როგორც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განმარტა, თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს ახალი გეგმა და შეთანხმებისკენ მიიწევენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, გეგმის დამტკიცება თურქეთის პოზიციის გამო ვერ შედგა, რადგან ანკარა არ ეთანხმებოდა დოკუმენტში დასახლებულ გეოგრაფიულ დასახელებებს, მათ შორის, „კვიპროსს“. მიუხედავად ამისა, დიპლომატები ფიქრობენ, რომ შეთანხმების შანსი ვილნიუსის სამიტამდე ჯერ კიდევ რჩება.
რეგიონული თავდაცვის გეგმა 4 000-გვერიდიანი დოკუმენტია. ის მოიცავს საიდუმლო თავდაცვით გეგმებს, თუ როგორ უპასუხებდა ნატო რუსეთის შესაძლო თავდასხმას.


