ჟურნალისტებმა უკრაინაში 25,5 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის დაღუპვის დადასტურება შეძლეს
16/06/2023 14:46:20 მსოფლიო
16 ივნისის მდგომარეობით, უკრაინასთან ომში შესაძლებელი გახდა 25528 რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის დადასტურება. მათ შორის, 2,498 მობილიზებულთა შემადგენლობიდანაა. დანაკარგების შესახებ ასეთი მონაცემები "მრდიაზონამ" და ბი-ბი-სი–ს რუსულმა სამსახურმა მოიძიეს მოხალისეთა გუნდთან ერთად.
ჟურნალისტებმა ასევე შეძლეს დაედგინათ რუსეთის არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურის 2150 რუსი ოფიცრის დაღუპვა. მათ შორის 251 პოლკოვნიკიდან - გენერლამდე უფროსი ოფიცრის წოდებას ატარებდა.
მათი ვარაუდით, ბახმუტზე ზამთრის შტურმის დროს რუსეთის არმიას შეეძლო დაეკარგა უფრო მეტი სამხედრო, ვიდრეო ომის პირველი კვირის განმავლობაში რამდენიმე მიმართულებით განხორციელებული ოპერაციის დროს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ ასაჯაროებს და ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ ციფრებზე კომენტარს არ აკეთებს.
უკრაინის ცნობით, ომის 478 დღის განმავლობაში რუსეთმა 218000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.


