
ბათუმში ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს
16/06/2023 13:19:11 საზოგადოება
ბათუმში, აკვაპარკის სიახლოვეს ზღვაში, მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
წინასწარი ინფორმაციით, მაშველებმა სამძებრო სამუშაოები მოზარდის წყალში გაუჩინარების შესახებ შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.