Accentnews.ge
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი "სამშვიდობო გეგმის" განსახილველად კიევში ჩავიდა

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი "სამშვიდობო გეგმის" განსახილველად კიევში ჩავიდა

16/06/2023 07:00:13 მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან "სამშვიდობო გეგმის" განსახილველად კიევში ჩავიდა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას კიევში, რკინიგზის სადგურზე დახვდნენ უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, მაქსიმ სუბხი და სამხრეთ აფრიკის ელჩი უკრაინაში.

რამაფოსა უკრაინას ეწვია აფრიკის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

"პრეზიდენტი რამაფოსა ბოლო კვირებში ესაუბრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, პრეზიდენტ ზელენსკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს. BRICS-ის ქვეყნების ლიდერებსა და გაეროს გენერალური მდივანს უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი პროცესის ხელშეწყობის მცდელობებთან დაკავშირებით, სამხრეთ აფრიკის, როგორც არამოკავშირე სახელმწიფოს პოზიციის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S