
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე, სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
16/06/2023 05:53:10 რეგიონები, რეკლამა
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი- ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ92 (სოფელი ბაბილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული ღვარცოფული პროცესების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.