გროსი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გასაგრილებლად წყლის დონე ჯერ-ჯერობით საკმარისია
16/06/2023 05:35:59 მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სისტემების გასაგრილებლად საჭირო წყალსაცავში წყლის დონე ჯერ-ჯერობით საკმარისია.
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ წყლის დონე მომავალშიც საკმარისი იყოს", – განაცხადა გროსიმ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მონახულების შემდეგ.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება რისკის ქვეშ ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკას ჰესის კაშხლის დანგრევის შემდეგ კიდევ ერთხელ დადგა, რადგან წყლის მიწოდება შეუმცირდა წყალსაცავს, რომელსაც ატომური ელექტროსადგურის სისტემების გასაგრილებლად იყენებენ.


