
ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცს მეხმა დაარტყა, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი
15/06/2023 18:15:18 საზოგადოება
დღეს ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცს მეხმა დაარტყა, მისი მადგომარეობა მძიმეა, დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, – იუწყება "სამხრეთის კარიბჭე".
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "სამხრეთის კარიბჭესთან" აცხადებენ, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
"ელექტრო ტრავმა აქვს, მეხი დაეცა, ორფოლოს პოლიგონიდან შემოიყვანეს, საწვრთნელ ბაზაზე იყვნენ ჩამოსულები, სამხედრო პირია", – აცხადებენ კლინიკაში.