ამერიკელი გენერალი: უკრაინა კონტრშეტევაში სტაბილურ პროგრესს აღწევს
15/06/2023 17:51:25 მსოფლიო
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, უკრაინა კონტრშეტევაში სტაბილურ პროგრესს აღწევს. ამის შესახებ მან შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მილის თქმით, ბრძოლა რთული და სავარაუდოდ, ხანგრძლივი იქნება.
„ეს ძალიან რთული ბრძოლაა. ეს ძალიან სასტიკი ბრძოლაა. მას ალბათ, დიდი დრო დასჭირდება და ძვირი დაჯდება“, - განაცხადა გენერალმა.
ბოლო პერიოდში უკრაინა და დასავლეთი კიევის წარმატებული კონტრშეტევის შესახებ იუწყებიან.


