
ოსტინი: კიევს აქვს შესაძლებლობა დაზიანებული აღჭურვილობა შეაკეთოს და ბრძოლის ველზე კვლავ გაგზავნოს
15/06/2023 17:10:25 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს შესაძლებლობა დაზიანებული აღჭურვილობა შეაკეთოს და ბრძოლის ველზე კვლავ გაგზავნოს. ამი შესახებ მან ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"საბრძოლო ზარალი გაგრძელდება, მაგრამ უკრაინულ ძალებს აქვთ უამრავი საბრძოლო შესაძლებლობა და საბრძოლო ძალა“, – განაცხადა ოსტინმა.
ბოლო პერიოდში უკრაინა და დასავლეთი კიევის წარმატებული კონტრშეტევის შესახებ იუწყებიან.