Accentnews.ge
Z კრემლის პროპაგანდიდან ქრება

Z კრემლის პროპაგანდიდან ქრება

15/06/2023 16:28:46 მსოფლიო

რუსეთში მასობრივად ამბობენ უარს Z-ზე, რომელსაც კრემლის პროპაგანდა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მიმდინარე სადეზინფორმაციო კამპანიაში ამ დრომდე აქტიურად იყენებდა.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, კრემლის პროპაგანდისტები ნელ-ნელა აქრობენ ამ სიმბოლოს თავისი არხების სახელწოდებებიდან, ხოლო ადგილობრივი ადმინისტრაციები - შენობების ფასადებიდან. ასე, მაგალითად, დიმიტრი როგოზინის არხ "РогоZин"-ს ამიერიდან "Рогозин на фронте" ჰქვია. ასევე გაქრა ამ სიმბოლოს გამოსახულების შემცველი პლაკატები და ბანერები მთელი რიგი რეგიონების ადმინისტრაციული შენობების ფასადებიდან.

ამასთან, როგორც რუსული მედია იუწყება, ბოლო წლის განმავლობაში სისტემატიურად ეცემა Z სიმბოლოიანი მაისურების შემძენთა რიცხვიც. კონკრეტულად რა გადაწყვეტილება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული კრემლს და რომ ჩანაცვლდება Z ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S