Accentnews.ge
აშშ, ბრიტანეთი, ნიდერლანდები და დანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემენ

აშშ, ბრიტანეთი, ნიდერლანდები და დანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემენ

15/06/2023 15:33:52 მსოფლიო

აშშ, ბრიტანეთი, ნიდერლანდები და დანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემენ. ამის შესახებ ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინა “ახლო და საშუალო მანძილის რადიუსის ასობით რაკეტასა და შესაბამის სისტემებს” მიიღებს.

თავდაცვის მინისტრები აღნიშნავენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები საჭიროა “უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეროვნული ინფრასტრუქტურის დასაცავად და უახლოეს თვეებში კონტრშეტევითი ოპერაციების შემდგომი წარმატების უზრუნველსაყოფად.”

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S