
ძლიერმა წვიმამ გურჯაანის ქუჩები დატბორა, წყალმა გზაზე მდგომი მანქანები წაიღო (ვიდეო)
15/06/2023 14:58:09 საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა. მდინარე ნავთის ხევმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქში ცენტრალური გზა დატბორა.
საავტომობილო გზის ნაწილზე გადაადგილება შეუძლებელია - წყლის ნაკადი იმდენად ძლიერია, რომ გზაზე მდგომი მანქანების ნაწილი წაიღო.
შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება:
წვიმის შედეგად დატობრილია გურჯაანის აგრარული ბაზარი, მერიის შენობის საწყისი სართული და საცხოვრებელი სახლების ნაწილი. გარდა ამისა, რამდენიმე სოფელში დაისეტყვა ვენახები და ერთწლიანი კულტურები.
/ფოტო – ტელეკომპანია "გურჯაანი".